შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფის 300-მდე თანამშრომელმა შსს-ს აკადემიაში ეფექტიანი მომსახურების სტანდარტების საკითხებზე ტრენინგი გაიარა.

ტრენინგი მოიცავდა პრობლემური სიტუაციების მართვისა და შეფერხების მოგვარების სტანდარტებს, ასევე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სახეებს. სწავლების განმავლობაში მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სხვადასხვა როლური თამაში და სიტუაციური დავალებები შეასრულეს, რომელთა გამოყენებით მომავალში უკეთ შეძლებენ მოქალაქეთა მომსახურებას.

პირველ ეტაპზე გადამზადდნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც სამუშაო პროცესში უშუალო კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს.

შსს-ს მომსახურების სააგენტო, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.