ქალაქ ახალციხეში, ახალციხელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიტირებული უსაფრთხო ქალაქის ფარგლებში მომსახურების სააგენტოს კუთხე მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო სპორტული კლუბის MIA FORCE-ის იმიტირებული სპორტული მოედანი. გულშემატკივრებს ასევე შეხვდა კლუბის სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია. მთელი დღის მანძილზე 5-დან 10 წლამდე ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ჩაებარებინათ სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები და მოეპოვებინათ ველოსიპედის მართვის მოწმობა.