შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, კადრების განყოფილების უფროსი ოფიცერი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ოფიცერი ესტუმრნენ. 
 სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების წარმომადგენლებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლაშა ტეფნაძემ უმასპინძლა, სააგენტოს ტერიტორია დაათვალიერებინა და სააგენტოს სერვისების შესახებ ესაუბრა. პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა თავად გაიარეს მართვის მოწმობის იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, ასევე ნახეს თუ როგორ იბეჭდება სახელმწიფო სანომრე ნიშნები. შეხვედრის დასასრულს, სომეხმა სტუმრებმა საჩუქრად სახელობითი ნომრები მიიღეს.