AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად ვიზიტის დაჯავშნა სავალდებულო არ არის.


* AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა.


AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

• დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

• მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა;

• საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი, ხოლო შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.


შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველად დაშვების შემთხვევაში გადაიხდის 15 ლარს.



მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.

2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.