იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია:
• იარაღის რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;
• ინფორმაცია რეგისტრირებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
• ინფორმაცია აღნიშნული იარაღის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ
ცნობის მისაღებად მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:
• პირადობის მოწმობა;
• საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
5 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 20 ლარი;
3 სამუშაო დღეში: 35 ლარი;
1 სამუშაო დღეში: 60 ლარი;
3 სამუშაო საათში: 100 ლარი.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.