სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილებაში


სამუშაო ადგილმდებარეობა: რუსთავი

თანამდებობა: ინსპექტორი (შტატგარეშე) - შრომითი ხელშეკრულებით 

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 2 

თანამდებობრივი სარგო: 1150 ლ.

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღე - 6 

დასვენების დღე - 1

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30

შაბათი: 09:30 – 16:00

კვირა: 10:00 – 16:00

შესვენება - 1 საათი 


ძირითადი ფუნქციები:

ა) მომხმარებლის მიმართვისას განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას, შესაბამისი საინფორმაციო ბაზების გამოყენებით უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების შემოწმებას და სპეციალურ საოპერაციო სისტემაში სათანადო ინფორმაციის განთავსების შემდეგ ახორციელებს:

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (პირველადი რეგისტრაცია, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას;

ა.ბ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით რეგისტრაციას;

ა.გ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას;

ა.დ.) შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემასა და მიღებას;

ა.ე.) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის, გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას;

ა.ვ.) დეკლარანტის თხოვნის საფუძველზე, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის გაცემას;

ა.ზ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაკარგული სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენას;

ა.თ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის/ექსპორტის რეგისტრაციას;

ა.ი.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის/ძარის დაკანონებას/რეგისტრაციას;

ა.კ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შასზე/ძრავზე გარიგების რეგისტრაციას;

ა.ლ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერას ან ჩამოწერილის აღდგენას;

ა.მ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამკვიდროს საფუძველზე რეგისტრირებას;

ა.ნ.) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებას;

ა.ო.) დაკარგული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენას;

ა.პ.) დიპლომატიური სტატუსის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, შესაბამისი დიპლომატიური ნომრებისა და სტიკერების გაცემას.

ა.ჟ.) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას;

ა.რ.) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციას.

ა.ს.) სატელეფონო ნომრის დაფიქსირებას/შეცვლას ვიდეო ჯარიმების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით;

ა.ტ.) სანომრე ნიშნების დაჯავშნას / შენახვას;

ბ) ინსტრუქციის შესაბამისად მუშაობს ელექტრონული რიგის მართვის სისტემაში;

გ) მუშაობს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (შიდა/გარე დოკუმენტების მიღება, გაცნობა, შესაბამისი რეაგირება), ასევე ახორციელებს დამუშავებული დოკუმენტების/მასალების სისტემატიზაციას და დაარქივებას;

დ) მომხმარებლის მიერ არასრულად ან ხარვეზით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან სხვა სახის დამაბრკოლებელი გარემოების დაფიქსირების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულფასოვან ინფორმირებას და შემდგომში საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში აძლევს რეკომენდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სააგენტოს სერვისებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) მომსახურების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული (რეგლამენტები, პროცედურები, ინსტრუქციები და ა.შ.) დოკუმენტების გაცნობას და შესწავლას;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეულ მითითებებს.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის, საჯარო მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)

• სახელმწიფო ენის ცოდნა



დამატებითი მოთხოვნები:


• მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია სახელმწიფო / საბანკო / სადაზღვევო / მომსახურების სფეროში)

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office – Word, Outlook) ცოდნა

• სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენ(ებ)ის ცოდნა - B2

• სასურველია აზერბაიჯანული ან/და სომხური ენ(ებ)ის ცოდნა - A2


უნარ-ჩვევები :


• ორგანიზებულობა და დინამიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)

• სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა

• პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა



საკონკურსო თემატიკა:


• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;



კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:


• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;

• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)



კონკურსის ეტაპები:


• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

• გასაუბრება

• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში)

• სპეციალური შემოწმება

• გამოსაცდელი ვადით დანიშვნა


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაცია:


- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).

! საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.

- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge

- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს

- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 07 ნოემბერი

გისურვებთ წარმატებებს!