სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს რეგიონალური დეპარტამენტის საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. საჩხერე

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1

თანამდებობრივი სარგო: 1075

სამუშაო გრაფიკი: 

სამუშაო დღე - 6;

დასვენების დღე - 1;

ძირითადი ფუნქციები:

ა) უზრუნველყოფს იარაღის რეგისტრაციას, იარაღის ხელახალ რეგისტრაციას და იარაღის ჩამოწერას:

ა.ა) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციას, ხელახალი რეგისტრაციას და ჩამოწერას;

ა.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემას, იარაღის ბალისტიკური შემოწმებას და იარაღის რეესტრის წარმოებას;

ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს:

ბ.ა) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას;

ბ.ბ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაციას და აღრიცხვიდან მოხსნას, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადებას/გაცემას;

გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს:

გ.ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებას, შეჩერებას ან შეწყვეტას (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დამზადება/გაცემას (შეცვლა, დაკარგულის აღდგენა, პირველადი გაცემა);

გ.გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის მომზადებას და გაცემას;

გ.დ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებას;

დ) ცნობებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს:

დ.ა) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემას;

დ.ბ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას;

დ.გ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას;

დ.დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას;

დ.ე) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას;

ე) დამუშავებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და საარქივო დოკუმენტაციის მომზადებას;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეულ მითითებებს, შესაბამის სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• სასურველია უმაღლესი განათლება

• სახელმწიფო ენის ცოდნა


დამატებითი მოთხოვნები:

• მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება

• აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს მართვის მოწმობას - არანაკლებ B კატეგორია (სასურველია სხვა კატეგორიებიც)

• სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Outlook) ცოდნა


უნარ-ჩვევები:

• ორგანიზებულობა და დინამიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)

• სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა

• პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა


საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი

• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)


კონკურსის ეტაპები: 

• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

• გასაუბრება

• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება 

• სპეციალური შემოწმება


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:


• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.


დამატებითი ინფორმაცია:

- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).


! საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge - - გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.


სააპლიკაციო ფორმა


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 26 თებერვალი.


გისურვებთ წარმატებებს!