მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

იხილეთ ბმული.


* S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა.


S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

• მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (ავტო სკოლა) შესაბამისი კატეგორიისთვის გადამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

• მოქმედი მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).


თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს, საიდან 15 ლარი არის მართვის მოწმობის დამზადების საფასური და 40 ლარი - გამოცდაზე გასვლის საფასური.


მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.


დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.

2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.


„S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.